პარტია ,,თავისუფალი საქართველო" „ყოველთა ქართველთა თავადაზნაურთა საკრებულოსთან" თანამშრომლობას იწყებს.
"თანამშრომლობა დაეფუძვნება ეროვნულ ფასეულობებს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, რამეთუ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ეროვნული ფასეულობები განსაკუთრებული საფრთხის წინაშეა", - აღნიშნულია კახა კუკავას პარტიისა და "ყოველთა ქართველთა თავადაზნაურთა საკრებულოს" ერთობლივ განცხადებაში.
ამასთან, მასში მხარეები კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესაძლებლობაზე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ს ინიციატივასაც ეხმაურებიან და იწონებენ.
"2011 შემოდგომაზე ჩვენ ერთობლივად მოვიწვევთ კონფერენციას, სადაც განიხილება კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის პერსპექტივები. კონფერენციაზე ვიწვევთ და თანამშრომლობის თხოვნით მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ექსპერტებს და უცხოელ სტუმრებს", - აღნიშნულია განცხადებაში.