თბილისის ანძის მმართველის ვინაობა ამ დრომდე უნცობი რჩება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 17:00 საათზე გაყიდულო იბიექტის ახალი მმართველის ვინაობას ჯერჯერობით ასაიდუმლოებს მაშინ, როდესაც www.eauction.ge-ზე აუქციონზე ინფორმაცია უკვე დევს, რომ თბილისის ანძის მმართველი გახდა სუბიექტი, რომელმაც ობიექტში 110 ათასი ლარი გადაიხადა.
შპს "ალფაკომის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 100-პროცენტიანი წილის მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი დღეს გაიმართა, რომელშიც მხოლოდ ერთი სუბიექტი მონაწილეობდა.
მართვის უფლების ამღების მიერ მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადახდა ყოველწლიურად, შემდეგი გრაფიკის მიხედვით მოხდება: პირველი წლის საფასური - 2012 წლის 1 აგვისტომდე; მეორე წლის საფასური - 2013 წლის 1 აგვისტომდე; მესამე წლის საფასური - 2014 წლის 1 აგვისტომდე; მეოთხე წლის საფასური - 2015 წლის 1 აგვისტომდე.
იმავდროულად კომპანიას 4 წლის განმავლობაში, 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს. ობიექტის დებიტორული დავალიანება 6 988 202 ლარი, ხოლო კრედიტორული დავალიანება 2 917 158 ლარია.
შეგახსენებთ, რომ შპს "ალფაკომი" საქართველოს ტელერადიოცენტრს რამდენიმე თვის წინათ ეწოდა. მის შემადგენლობაში 35 სატელევიზიო და 34 რაიოდარხი შედის. მის შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი თბილისის ანძაა. ობიექტის საპრივატიზაციოდ გატანას ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების ნაწილი ეწინააღმდეგება. მათი მოსაზრებით, ხელისუფლებას ობიექტის გასხვისება მედიის საქმიანობის შეზღუდვისა და მასზე ზეწოლისათვის სჭირდება. ისინი პრივატიზების შეჩერებასა და მისი პირობების გასაჯაროებას ითხოვენ.