2011 წლის ივლისში აჭარა 371 ათას 576-მა ვიზიტორმა მოინახულა, რაც წინა წლის ივლისთან შედარებით, 63,9%-ითაა გაზრდილი. ხოლო 2009-თან შედარებით - 388,9%-ით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2010 წლის ივლისში აჭარაში სულ 237 ათას 457 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2009 წლის ივლისში - 94752 ვიზიტორი.
სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, ივლისში აჭარაში ყველაზე მეტი რაოდენობით თურქი ვიზიტორები იმყოფებოდნენ, სულ 13 ათას 271 ვიზიტორი, ირანიდან - 4 ათას 12 ვიზიტორი, აზერბაიჯანიდან 3 ათას 203 ვიზიტორი. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 2011 წლის ივლისში აჭარაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა იყო 130483, რაც 2010 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 74,7%-ით მეტია. 2010 წლის ივლისში აჭარას სტუმრობდა 76 ათას 851 უცხოელი ვიზიტორი, ხოლო 2009 წელს - 29 ათას 153.