დღეს მოძრაობა "როსია მოლოდაიას" აქტივისტები, მოსკოვში საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო მიტინგს გამართავენ და ქუთაისში "დიდების მემორიალის" დემონტაჟს გააპროტესტებენ.
ეს განცხადება დღეს აღნიშნული მოძრაობის ლიდერმა მაქსიმ მიშენკომ გააკეთა. მისი ინფორმაციით, საელჩოს პიკეტი დღეს მოსკოვის დროით 14:00 საათზე დაიწყება. "ჩვენი ძირითადი მოქმედება იქნება ის, რომ იქ უზარმაზარ 100 კილოგრამიან საეკლესიო ზარს მივიტანთ. ჯერ ამ საეკლესიო ზარის იჯარით აღება გვინდოდა, თუმცა როდესაც სალიტანიოში გაიგეს თუ რისთვის გვჭირდებოდა, უფასოდ გამოგვატანეს. ეს სიმბოლო კი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ვიცით, რომ ის ძეგლი, რომლის დემონტაჟსაც აპირებს სააკაშვილი ზარს გავს, და იქ მარადიული ცეცხლი ენთო. სიმბოლურად ცეცხლს ჩვენც დავანთებთ",_ აცხადებს მიშენკო.
აქციაში დაახლოებით 200 ადამიანი აპირებს მონაწილეობის მიღებას.