ლოს-ანჟელესში ფილმ "ჯაშუში ბავშვები 4D" პრემიერა შედგა. "ჯაშუში ბავშვები" არის პირველი ფილმი, რომლის მნახველსაც გარკვეული არომატების შეგრძნებაც კი შეუძლია.
აღნიშნული სპეცეფექტების მიღწევა Aroma-Scope-ის ტექნოლოგიებით იქნა შესაძლებელი. კინოეთეატრებში ბილეთთან ერთად ე.წ. არომასკოპები გაიცემა, რომელიც სხვადასხვა არომატული ზეთითაა დამუშავებული.
ეკრანზე გასული კადრები ფილმის ყურებისას, ეკრანზე პერიოდულად გამოჩნდება ციფრები და მაყურებლის ამოცანაა წაშალოს დამცავი ზოლი ე.წ. არომასკოპიდან, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიგრძნონ იგივე არომატები რომლებსაც ფილმის გმირები გრძნობენ. ფილმში მთავარ როლებს თამაშობენ: ჯესიკა ალბდა, ჯოელ მაკხოლი, ალეკსა ვეგა და ჯერემი პივე.