2013 წლის ბოლომდე, ბრიტანული საბანკო გიგანტი HSBC თანამშრომელთა რაოდენობას 30 ათასით შეამცირებს.
ბანკის თქმით, თანამშრომელთა რიცხოვნების შემცირება ხარჯების დაზოგვის მიზნით მოხდება. ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, HSBC-მა 2011 წელს 5 ათასი თანამშრომელი უკვე დაითხოვა, ხოლო დარჩენილ 25 ათასს კი 2013 წლის ბოლომდე მოახდენს.
ამ დროისათვის, HSBC თანამშრომელთა რაოდენობა 296 ათას თანამშრომელს შეადგენს.