დიღომის შემდეგ, "ვისოლი ჯგუფმა" "სმარტის" სავაჭრო ცენტრი ვაზისუბანშიც გახსნა. ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრი 2000 კვადატულ მეტრზეა განთავსებული და სუპერმარკეტი "სმარტის" გარდა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებს მოიცავს.
კომპანიის მენეჯმეტი აცხადებს, რომ "სმარტი" საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რადგანაც დიღმის ტრასაზე განთავსებულ "სმარტის" გაყიდვებმა მოლოდინს სამჯერ გადააჭარბა. "ვისოლი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ "სმარტი" მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს .
"მოხარულნი ვართ, რომ ვაზისუბნის მოსახლეობას საშუალება ექნება ოჯახისთვის საჭირო ნებისმერი პროდუქტი მაღალტექნოლოგირ სუპერმარკეტ "სმარტში" მისაღებ ფასად შეიძინოს.
სუპერმარკეტისთვის სავაჭრო აღჭურვილობა იტალიიდან ჩამოვიტანეთ. პროდუქტების ომპორტს გერმანიიდან და ჰოლანდიიდან ვახდენთ, თუმცა ჩვენი ორიენტირი ადგილობრივი წარმოების პროდუქტებიც იქნება. ხარისხი ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისადფ "სმარტი" სწორედ ამითაა გამორჩეული"- განაცხადა "ვისოლი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სოსო ფხაკაძემ.
"სმარტის: გახსნას დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაზისუბანში განთავსებულ "სმარტში" 5 თანამშრომელი მერიის დასაქმების პროგრამის ფარგლებში მოხვდა.
"სმარტმა" კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა თბილისს. ახალი 150 სამუშაო ადგილის შექმა დიდი საქმეა. დასაქმებულთაგან 5 ადამიანი "სმარტში" თბილისის მერიის დასაქმების პროგრამის ფარგლებში მოხვდა. მინდა "სმარტს" წარმატება და პროგრამა მინიმუმის განხორციელება ვუსურვო - ესა თითო რაიონში თითო ახალი ასეთი ობიექტი"- განაცხადა "სმარტის" გახსნისას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა.
"ვისოლი ჯგუფში" განმარტავენ, რომ 10 000-მდე დასახელების გერმანული პროდუქტები, ყოველდღიური მოხმარების საგნების ფართო არჩევანი, გერმანული საცხობი, აფთიაქი, ბანკის ფილიალი, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები, უფასო ინტერნეტ (WI-FI) ზონა, სწრაფი გადახდის აპარატი და ბანკომატი მომხმარებელს სრულ კომფორტს შეუქმნის. ამას გარდა, "სმარტში" მომხმარებელს "უნიქარდით" ქულების დაგროვებისა და ქულებით ნებისმიერი პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა ექნება, სასიამონვო გარემო და უმაღლესი ხარისხის მომსახურება 24 საათის განმავლობაში საჭირო პროდუქტების შეძენას სასიამოვნო პროცესად აქცევს. "სმარტში" ბოსტნეულის შეძენა კი მომხმარებელს ბაზრის ფასებში შეეძლებათ,"- აცხადებენ კომპანიაში.
"ვისოლ ჯგუფმა" ახალი მიმართულების განვითარება 2010 წლის დეკემბერში დაიწყო და "სმარტის" პირველი სუპერმარკეტი აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე ვისოლის ავტოგასამართ სადგურთან გახსნა.პარალელურად სუპერმარკეტი "სმარტის" მშენებლობა მიმდნარეობს ბათუმში, ფოთში, ახალციხეში, ზუგდიდში, გორში, მარნეულსა და ყვარელში. მომავალი სამი წლის განმავლობაში "ვისოლი ჯგუფი" "სმარტის" სუპერმარკეტის ქსელის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს, სადაც 3 ათასამდე ადამიანს დაასაქმებს.