სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ალექსანდრე ანქვაბი ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გალის რაიონის მაცხოვრებლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ანქვაბმა გალის რაიონის მაცხოვრებლების პასპორტიზაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება.
"გალის რაიონის მაცხოვრებლების პასპორტიზაციის პროცესს ვერავინ ვერ შეაჩერებს იგი მომავალშიც აფხაზეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად გაგრძელდება", _ განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა გალელებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ყოველივე ამაში დაინტერესებულნი არიან ე.წ. სახელმწიფოც და თავად გალელებიც.
"ჩვენ კატეგორიულად შევეწინააღმდეგებით ამ პროცესის ხელისშეშლის ყველა მცდელობას", _ განაცხადა ანქვაბმა.