დღეს, 15:00 საათზე "ბაბილუსი" დეფის _ დავით გოგიბედაშვილს უმასპინძლებს.
დეფი გოგიბედაშვილი ბაბილუსში შეკრებულ საზოგადოებას გაუზიარებს საკუთარ ხედვებს თანამედროვე პოეზიაში არსებული ტენდენციების შესახებ
პოეტი საკუთარ შემოქმედებაზეც ისაუბრებს და საზოგადოებას ახალ და ძველ ნაწარმოებებს წაუკითხავს,
უკვე თვეებია, საზოგადოების წარმომადგენლები - მწერლები, პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები "ბიბლუსში" წიგთან საკუთარ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. აანალიზებენ საკუთარ მიღწევბს, წარმატებებს.
"ისინი ასახელებენ წიგნებსა და ავტორებს, ჰყვებიან ამბებს, რომლებიც წიგნებისაკენ წაიყვანს ყმაწვილს - ახლებურად თინეიჯერს... "ბიბლუსი" ყოველ შაბათს გზამკვლევად იქცევა ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც ლიტერატურის უკიდეგანო სამყარო ჰქვია".