პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალვრ-სტუდენტების გამოშვების საზეიმო ცერემონიას დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა კურსდამთავრებულებს უთხრა, რომ ყველა ადამნინაის ისტორიაში არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი დღე და რომ უნივერსიტეტის დამთავრება ერთერთი ასეთი დღეა.
"თქვენი ცხოვრების ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ლამაზი ნაწილი დაამთავრეთ, იწყებთ თქვენი ცხოვრების კიდევ უფრო ლამაზ და მნიშვნელოვან ნაწილს. რამდენიმე წლის წინ ჩემი თავი თქვენს მდგომარეობაში მახსოვს, არც თუ ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. გახარებული ვიყავი, რომ გამოცდების ჩაბარება აღარ მომიწევდა, თან მოწყენილი ვიყავი, რომ მეგობრებს ხშირად ვეღან ვნახავდი, თან ვღელავდი, თან მეშინოდა, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ვხედავ, დაახლოებით ისეთივე დღში თქვენც ხართ"- აღნიშნა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ძლიან გამორჩეული თობა წამოვიდა, რომელმაც თავისით გაიკვალია გზა.
"არ დაგჭირვებიათ ქრთამის გადახდა, რაც წინა თაობებს სჭირდებოდა; არ დაგჭირვებიათ ჩაწყობა უნივერსიტეტში მოსახვედრად. თქვენი შრონით, თქვენი ცოდნით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, სხვებზე უკეთესები იყავით, სხვებზე უკეთეები ხართ ახლაც. რამოდენიმე წელი გავიდა. ისწავლეთ, დღეს გამარჯვებულები ამთავრებთ უნივერსიტეტს. რადგანაც თქვენით გაიკვალეთ გზა, თქვენთან დაკავშირებით მოლოდინი მეტია, იმედები უფრო მეტია, მოლოდინი იმისი, რომ უფრო მეტს გააკეთებთ საკუთრი თავისთის და უფრო მეტს გააკეთებთ საქართველოსთვის.
მერე რა, რომ საქართველო არც თუ ისე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, არც თუ ისე დიდია ტერიტორიით და მოსახლეობით. თავის დროზე ასეთივე პრობლემები სინგაპურსაც და ესტონეთსაც ჰქონდა, მაგრამ ადამიანური რესურსებით, შრომით, სწავლით და ცოდნით შეძლეს ის, რომ ამ ქვეყნებისგან ყველაზე მდიდარი და წარმატებული სახელმწიფოები ჩამოაყალიბეს"- განუცხადა ნიკა გილაურმა კურსდამთავრებულებს.
პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ისტორიაც გაიხსენა და განაცხადა, რომ ის ირლანდიურ კომპანია „ერ ეს პი აი"-ში მუშაობდა, რომელიც საქართველოში დიდი ენერგეტიკული კომპანიის მენეჯერი იყო.
"ძალიან მომწონდა ჩემი სამსახური, ენერგეტიკა და გაღიზიანებული ვიყავი, რომ ქვეყანაში ელექტროენერგია არ იყო. ქვეყანაში სიბნელე იყო. ყოველ დღე სამსახურის მერე 1-2 საათი ვრჩემოდი და ჩემთვის მინდოდა ჩამომეყალიბებინა ის რეფორმები, თუ როგორ შეიძლება გამოსწორებულიყო სიტუაცია. მაშინ არანაირი იმედი არ მქონდა, რომ ამ რეფორმებს ვინმე განახორციელებდა. მოხდა ვარდების რევოლუცია, პოლიტიკური ლიდერებიდან საერთოდ არავის არ ვიცნობდი: არც სააკაშვილს, არც ჟვანიას - არავის. დღემდე არ ვიცი, ვინ გამიწია რეკომენდაცია ზურაბ ჟვანიასთან. 2003 წლის დეკემბერში დამირეკეს და მითხრეს, რომ პრემიერ-მინისტრ ჟვანიას ჩემი ნახვა უნდოდა. მივედი და მითხრეს, რომ 2-3 კვირაში ენერგეტიკაზე პრეზენტაცია უნდა გამეკეთებინა მისთვის. ამდენი დრო ამისთვის არ მჭირდებოდა, ყოველდღე ვმუშაობდი და მეორე დღეს წარვუდგინე პრეზენტაცია. პრეზენტაცია დასრულებული არ მქონდა, როდესაც 28 წლის ადამიანს შემომთვაზეს ენერგეტიკის მინისტრობა. ასე გავხდი მაშინ მიმისტრი.
ჩემი რჩევა რა არის?! - გიყვარდეთ ის საქმე, რომელსაც აკეთებთ და ეეცადეთ, რომ 1-2 საათით უფრო მეტი იმუშვოთ, ვიდრე ეს გევალებათ. დამიჯერეთ, აუცილებლად დაგიფასდებათ და დაგეხმარებათ.
მეორე ისტორიას მოგიყვებით. ფინანსთ მინისტრად ახალი დანიშნული ვიყავი. ჩემთან მოვიდა ჟურნალისტი. ძალიან ბევრი კითხვა დამისვა, მაგრამ ერთერთი მთავარი კითხვა იყო: „ერთი ფრაზით გვითხარით, ფინანსთა მინისტრობისას თქვენ მიზანი რა არის? როგორი უნდა იყოს ფინანსთა სამინისტრო?" ძალიან რთულია ერთი ფრაზით ამისი თქმა. პასუხი შემეძლო გამეცა ერთი სიტყვით და ეს ერთი სიტყვა იყო „სამართლიანი". მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკეთებდით და რასაც ვაკეთებთ, ემსახურებოდა და ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას"- აღნიშნა ნიკა გილაურმა.