კამერუნის პრეზიდენტმა პოლ ბიიამ არჩევნებში გაიმარჯვა და მერვე ვადით კვლავ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.
ის მსოფლიოში ქვეყნის ყველაზე ხანდაზმულ მოქმედ ლიდერად რჩება. ამის შესახებ Sky News იუწყება.
ბიიამ ამომრჩეველთა ხმების 53.66% მიიღო
აღნიშნულია, რომ 92 წლის ბიია ხელისუფლებაში 1982 წლიდანაა.
კამერუნში პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 7 წელია და ვადების რაოდენობა შეუზღუდავია.
გამოცემა იუწყება, რომ ბიიას ახალი ვადით ხელახლა არჩევამ ქვეყნის ახალგაზრდებსა და ოპოზიციაში აღშფოთება გამოიწვია.
გარდა ამისა, ოპოზიციამ კამერუნის ხელისუფლება კენჭისყრის შედეგების გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულა.
კამერუნში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
გამოცემის ცნობით, დუალაში სამართალდამცავებთან შეტაკებების დროს ოთხი მომიტინგე მოკლეს. კიდევ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ოპოზიციის მხარდამჭერებმა არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები გამართეს. 26 ოქტომბერს, რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, ქვეყნის რამდენიმე მსხვილ ქალაქში ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში.