მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის გაძვირების საპროტესტოდ კიდევ ერთი აქცია გაიმართება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, მიტინგი პარლამენტის შენობის წინ 1-ელ აგვისტოს, 18:00 საათზე გაიმართება.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს, რომლებიც ღონისძიებაში მონაწილეობას აპირებენ, მოუწოდებენ, 1-ელ აგვისტოს, მგზავრობისას 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი გადაიხადონ.
„თუ ყველანი უარს ვიტყვით 80 თეთრის გადახდაზე, პროტესტი შედეგიანი იქნება", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივლისიდან სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა 50 თეთრიდან 80 თეთრამდე გაძვირდა.