"სეპარატიზმი საშიში დაავადებაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავუშვათ მისი მხარდაჭერა", _ ბრძანებს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უკრაინის პირველი ნაციონალური არხისათვის მიცემულ ინტერვიუში.
უწმინდესი ასევე აცხადებს, რომ სეპარატიზმის მხარდაჭერა - ცოდვაა.
"სეპარატიზმი საშიში დაავადებაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დავუშვათ მისი მხარდაჭერა. ერთის მხრივ ებრძოდე საკუთარ სეპარატიზმს და მეორეს მხრივ სხვა ქვეყანაში მხარი დაუჭირო მას - ეს ცოდვაა და არასწორია, მაგრამ ჩვენ იმედით ვცხოვრობთ", _ ბრძანებს უწმინდესი.