სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სასულიერო პირებს შეხვედრისა და საუბრისკენ მოუწოდებს. განცხადება ამის შესახებ უწმინდესმა უკრაინის პირველი ნაციონალური არხისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"მოვუწოდებ აფხაზეთის და ცხინვალის სასულიერო პირებს, შევხვდეთ და ვისაუბროთ", _ ბრძანებს პატრიარქი და "დიდ შეცდომას" უწოდება იმას, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ქართული ეკლესიის წიაღში ყოფნა არ სურს.
"მიმაჩნია, რომ ეს შეცდომაა, და დიდი შეცდომაა და ეს უპირველეს ყოვლისა საშიშია თავად აფხაზებისათვის, რომლებსაც არ სურთ იყოს კანონიკური, კანონიერი ქართული ეკლესიის წიაღში.
ვფიქრობ, რომ ისინი მიხვდებიან თავის შეცდომას და აუცილებლად დაუბრუნდებიან ქართული ეკლესიის წიაღს.
მიმაჩნია, რომ ის ვინც არღვევს კანონიკურ წესებს და ის ვინც ისწრაფვის განხეთქილება შეიტანოს ეკლეისაში წმიდა მამები ამბობენ, რომ მოწამეობრივი სისხლითაც ვერ განიწმინდება ის ცოდვა, რომელსაც ისინი სჩადიან. ამიტომაც მე მოვუწოდებ მოვუწოდებ აფხაზეთის და ცხინვალის სასულიერო პირებს, შევხვდეთ და ვისაუბროთ", _ ბრძანებს პატრიარქი.