საქართველოს პრეზიდენტი პერუში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობს. საქართველოს პრეზიდენტის ერთადერთი ლიდერია რეგიონის პირველი პირების გარდა, რომელიც ცერემონიაზე მიიწვიეს.
ფიცის დადება საგანგებოდ პერუს დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვიეს. მიხეილ სააკაშვილი ასევე სამხედრო აღლუმს დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტი პანამის პრეზიდენტს რიკარდო მარტინელს შეხვდა. შეხვედრაზე მათ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები. მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიულ ადგილობრივ ტელევიზიასაც მისცა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არ იყო დაპატიჟებული რეგიონის ორი ლიდერი უგო ჩავესი და დენიელ ორტეგა. ეს სწორედ იმ ქვეყნების ლიდერები არიან რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს.