პარტია "თავისუფალი საქართველო" ქუთაისის მერიას ადგილობრივი სამშენებლო სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად წაქაძემ აცნობა, დავით აღმაშენებლის გამზირზე სამი თვის წინ ჩატარებული სამუშაოები წვიმამ წალეკა.
"დაახლოებით 3 თვის წინ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. როგორც აღმოჩნდა აღნიშნული სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, რადგან რამდენიმე დღის წინ წვიმის დროს ფაქტობრივად მთლიანად დაიტბორა ახლად გაკეთებული ველო-ბილიკები და ტროტუარები, რის გამოც მოსახლეობას ქალაქში გადაადგილებისას პრობლემები შეექმნა", - აცხადებს წაქაძე.
"თავისუფალი საქართველო" ადგილობრივ ხელისფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს "უხარისხო პროექტების დაფინანსება და მის განკარგულებაში არსებული სახსრები მოახმაროს არა "ნაციონალური მოძრაობის" პიარს, არამედ სოციალურად დაუცველი ადამიანების პრობლემების მოგვარებას".