კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, თბილისის ამომრჩეველთა სიების გზრდა რეგიონების ხარჯზე ხდება.
როგორც კუკავამ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში პირადობის მოწმობების გაცემა ფიქტიური საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმდინარეობს.
"ხდება ამომრჩეველთა დემობილიზაცია იმ ოლქებიდან, სადაც ხელისუფლებას მაღალი მხარდაჭერა აქვს და ხდება მიწერა თბილისზე, სადაც პარტიის განცხადებით, ხელისუფლების მხარდაჭერა გაცილებით დაბალია", - განმარტა კუკავამ.
"კონსერვატიული პარტია" მოწმობების გაცემის სტატისტიკის მოთხოვნით ხელისუფლებას და სამოქალაქო რეესტრს მიმართავს.