ქალაქ გურჯაანში, გაურჯის ხევის მარცხენა ფერდობზე, მიწის დამუშავების დროს, ძვ.წ XI-IXსაუკუნეების ადამიანის სამარხი აღმოაჩინეს. სამარხი ნაწილობრივ დაზიანებულია და მიცვალებულის ჩონჩხი ფრაგმენტულად არის შემორჩენილი.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, მიცვალებული, დაკრძალული იყო მარჯვენა გვერდზე, ხელფეხმოკეცილ მდგომარეობაში, თავით ჩრდილოეთით. ჩატანებული ჰქონდა სხვადასხვა ფორმის თიხის ჭურჭელი, როგორც შავკეციანი ასევე წაბლისფრად გამომწვარი.
`მოპოვებული არქეოლოგიური მასალებით, სამარხი განეკუთვნება გვიანი ბრინჯაო - ადრე რკინის ხანას. ეს არის, ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე ყველა უძველესი სამარხის აღმოჩენის პირველი შემთხვევა. სავარაუდოდ, გაურჯის ხევის მარცხენა ფერდობზე უძველესი სამაროვანია და იგი სათანადო მეცნიერულ გამოკვლევას საჭიროებს~, - განაცხადა მარკოზაშვილმა.