სამოქალაქო მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერ ეკა ბესელია განცხადებით, მისმა ორგანიზაციამ, ევროკომისიის პრეზიდენტს ხოსე მანუელ ბაროზოს მიაწოდა წერილობით ინფორმაცია და მასალები 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ აქციის დარბევისა და დაკავებულ პირთა თაობაზე. მისი თქმით, ამის პასუხად ევროკომიიის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ წერილში მითითებულია, რომ ევროკავშირი ამჩნევს საქართველოს შიდა პოლიტიკაში დაძაბულობის ზრდას და ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს.
"ევროკავშირმა მიმართა საქართველოს ხელისფულებას 25, 26 მაისის დღეებთან დაკავშრებით გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებისაკენ, იყო თუ არა ძალის გადამეტების ფაქტები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. სამართალდამცავების მხრიდან ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებლად პროპორციული. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პოლიტიკური პარტიების და არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები, კონსტრუქციულ და მთავარი საკითხების განხილვის დიალოგებში.მხოლოდ ამის გაკეთების შემდგომ და ძალადობის უარყოფის შემდეგ, საქართველოს შეუძლია გახდეს დემოკრატიის მაგალითი რეგიონში. მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების ერთსულოვანი მოწოდებისა გამოძიების ჩატარების აუცილებლობის შესახებ, 2011 წლის 15 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაასრულა მოკვლევა და 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლაში მონაწილე 16 პოლიციელი დისციპლინური წესით დაისაჯნენ. მათ მიმართ გამოყენებული იქნა სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მათ შორის 4 შემთხვევაში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება", - განაცხადა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება გახლავთ სრულიად შეუსაბამო და არაადექვატური იმ ქმედებებისა და დამდგარი შედეგისა, რომელიც განხორციელდა პოლიციელთა და სპეც. რაზმელთა მხრიდან ჩადენილი უკანონო ძალადობრივი ქმედებების გამო.
გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი და სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ასეულობით ადამიანმა, მათ შორის მხედველობა დაკარგა ბესიკ ტაბატაძემ.
უფლებადმაცველები ვითხოვთ : გამოქვეყნდეს იმ პირთა ვინაობა და სტატუსი ვინც დაისაჯა შსს მიერ დისციპლინური წესით და დარღვევის მითითებით; საზოგადოებას და უფლებადამცველებს მიეწოდოს საჯარო ინფორმაცია მიმდინარეობს თუ არა სისხლის სამართლის წესით გამოძიება 26 მაისს განხორცილებულ ძალადობის ფაქტებზე და არიან თუ არა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირები, (თუ არიან, დასახელდეს ვინაობა)ვინც მონაწილეობდა 26 მაისს აქციის დაშლაში? ჩატარდეს ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიება 26 მაისს განხორციელებულ ძალადობის ყველა, კონკრეტულ შემთხვევაზე", - განაცხადა ბესელიამ.