14 ივლისს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ) მხარდაჭერა გამოუცხადა 7 ივლისს თბილისში „უცხოური დაზვერვის სამსახურებისა თუ ორგანიზაციების სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დაკავებული ოთხი ფოტოჟურნალისტის გათავისუფლების მოწოდებას. რეპორტიორთა სასამართლო პროცესი სექტემბერში გაიმართება.
„ჟურნალისტებისთვის ჯაშუშობის ბრლდების წაყენება დაუფიქრებლად არ უნდა მოხდეს," განაცხადა IFJ-ის პრეზიდენტმა ჯიმ ბოუმელამ (Jim Boumelha). „შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ჩვენი კოლეგების საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო, რაც ზღუდავს მათ შესაძლებლობას სათანადოდ გასცენ პასუხი მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს."
IFJ-ის პარტნიორი საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის (IAGJ) თანახმად საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა 7 ივლისს, გამთენიისას, დააკავა ევროპის ფოტოსააგენტოს (EPA) წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე, „ასოშიეიტედ პრესის" თბილისელი ფოტოკორესპონდენტი შახ აივაზოვი, ფრილანსი ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე ნათია გედენიძე. პოლიციამ იმავე დღეს მოგვიანებით გაათავისუფლა შახ აივაზოვი და ნათია გედენიძე.
როგორც მედია იუწყება, დანარჩენ ფოტოჟურნალისტებს 9 ივლისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა თბილისში, დაკავებულები სასამართლო პროცესს ელოდებიან, რომლის დაწყება დაგეგმილია 2011 წლის 1 სექტემბერს. რეპორტიორებს, რომელთაც ბრალი ედებათ ჯაშუშობაში, ინფორმაციის შეგროვებაში ან გადაცემაში უცხოური სდაზვერვო სამსახურების ან უცხოური ორგანიზაციების სასარგებლოდ და საქართველოს ინტერესების საზიანოდ, სასამართლომ უარი განუცხდა თავდებით გათავისუფლებაზე.
საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ დაგმო დაპატიმრებები და მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ჩაერიოს ფოტოჟურნალისტთა საქმეში, მათი თავდებით გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ასოციაცია ბრალს სდებს ხელისუფლებას ფოტოგრაფების საქმიანობის გაკიცხვის მცდელობისთვის, ვციტირებთ გიორგი აბდალაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი დაპატიმრება უკავშირდება 26 მაისს მის მიერ გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც ასახავს პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას ანტისამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ.
IFJ მხას უჭერს IAGJ-ის მოწოდებას და აცხადებს, რომ ფოტოგრაფები უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან რეპრესიულ რეჟიმებში, რომელნიც სასოწარკვეთილნი ცდილობენ წინ აღუდგნენ ისეთი ფოტოების გამომზეურებას, რომელნიც მთავრობას მსოფლიოს თვალში ცუდად წარმოაჩენს.
„საქართველოს მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა დემოკრატიული მმართველობისთვის რეგიონში," განაცხადა IFJ-ის გენერალურმა მდივანმა ბეთ კოსტამ (Beth Costa). "ეს შემთხვევა არის ერთგვარი გამოცდა, რომელიც საშულებას აძლევს მას დაამტკიცოს კანონის უზენაესობისადმი ერთგულება და კრიტიკის მიმართ ტოლერანტობა. ფოტოჟურნალისტებს აქვთ უდანაშაულობის პრეზუმციის უფლება და უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება, რათა საჯარო სასამართლო პროცესზე დაიცვან თავი როგორც თავისუფალმა ადამიანებმა."