ბრალდება, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ტრადიციული ოჯახური ღირებულებების გამო სჯის, სიმართლე არ არის, ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს კულტურასა და იდენტობას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა „ევროსკოპის“ რედაქტორის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ბრიფინგზე განაცხადა.
„ბრალდება, თითქოს ევროკავშირი საქართველოს მისი ტრადიციული ოჯახური ღირებულებების გამო სჯის, სიმართლე არ არის. ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერია და პატივს სცემს საქართველოს კულტურასა და იდენტობას. ადამიანის უფლებების დაცვა, ხელშეწყობა და რეალიზაცია ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებია. ეს ღირებულებები არის ვალდებულებები, რომლებსაც იზიარებს როგორც ევროკავშირი, ისე საქართველო. ამ კონტექსტში ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ყველასთვის, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული დაცვის ზომებს“, – განაცხადა ლამერტმა.