საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დიპლომატებთან შეხვედრის დროს რუსეთსა და საქართველოს შორის დაწყებული მოლაპარაკებების საკითხი განიხილა, რომელიც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანზიაციაში გაწევრიანებას ეხება
მინისტრის თქმით, დიპლომატებთან იყო ტრადიციული შეხვედრა და ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რომელიც მის უცხოელ კოლეგას აწუხებს ან აინტერესებს.
"დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მოლაპარაკებები, რომელიც შვეიცარიაში მიმდინარეობს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანზიციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ასევე დიპლომატებს ინფორმაცია მივაწოდეთ რუსეთის იმ პროვოკაციული ქმედებების შესახებ, რომელსაც ასევე რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე", - აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, უცხო ქვეყნის ელჩები ასევე დაინტერესდნენ რა გეგმებია აქვს სსს-ს ზაფხულის განმავლობაში.