ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი მოსკოვში განხრციელებული ვიზიტების სიხშირის რეკორდს ამყარებს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ოს სეპარატისტთა ლიდერი მოსკოვში 58 -ჯერ იმყოფებოდა.
გაცილების უფრო დიდია რაოდენობა კოკოითის მიერ ვლადიკავკაზში განხორციელებული ვიზიტებისა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" ავრცელებს.
"რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით 2010 წლის დასაწყისიდან ედუარდ კოკოითი მხოლოდ მოსკოვში 58 ჯერ იმყოფებოდა. ვალდიკავკაზში კი, სადამდეც მხოლოდ რამდენიმე საათიანი გზაა ავტომობილით კიდევ უფრო ხშირად", _ წერს "კომერსანტი" და აღნიშმავს, რომ ოს სეპარატისტთა ლიდერი რუსეთში ძალიან ხშირად ყოველგვარი მიპატიჟების გარეშე, საკუთარი სურვილით ჩადის.
"2010 წლის სექტემბერში კოკოითი გაფრთხილების გარეშე გაემგზავრა სოჭის ეკონომიკურ ფორუმზე. ამის გამო ფედერალური დაცვის სამსახურში კი თითქმის ერთი დღეღამის განმავლობაში დაკარგეს უცხო სახელმწიფოს პრეზიდენტი", _ წერს კომერსანტი.