ყანდახარში, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიტ კარზაის ნახევარძმის მემორიალის გახსნის დროს ტერაქტი განხორციელდა. როგორც ადგილობრივი სამართალდამცველი უწყებები იუწყებიან, აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ყანდახარის უმაღლესი სასულიერო პირი. გავრცელებული ინფორმაციით აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განხორციელდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
ჰამიტ კარზაის ძმა, აჰმად ვალი კარზაი 12 მაისს საკუთარ სახლში მოკლეს თალიბებმა.