ვოლგაში ჩაძირულ თბომავალ "ბულგარია"-დან რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მაშველებმა 24 ბავშვის ცხედარი ამოიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
დაზუსტებული მონაცემებით, "ბულგარიას" კატასტროფის შედეგად დაღუპულია 107 ადამიანი, მათ შორის 24 ბავშვი - 16 გოგონა და 8 ბიჭია. ამას გარდა, ოფიციალურად დაღუპულად აღიარებულია 20 მამაკაცი და 63 ქალი.
ამ დროისათვის ამოცნობილია 102 დაღუპული, მათ შორის 22 ბავშვი.