აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთის გასაცემ ვიზებზე ქვეყნის კოდის ფორმულირებას ცვლის. განახლებულ დოკუმენტზე GEO იქნება მითითებული. შეერთებულ შტატებში საქართველო ყველა ოფიციალურ დოკუმენტში „Georgia" - დ იწოდებოდა, თუმცა ვიზებში ქვეყნის კოდათ ძველი ტრადიციით მითითებული იყო „გრუზიას" შემოკლებული ვარიანტი „GRZ". მიუხედავად იმისა რომ ფორმულირების შეცვლა ფინანსური და ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთული პროცესი იყო, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დათანხმდა ქართული მხარის მოთხოვნას და ვიზებზე, რომელიც დღეიდან გაიცემა, GEO იქნება მითითებული.
„პროცესი საბჭოთა მემკვიდრეობიდან განთავისუფლებისა მიმდინარეობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს გარეთაც და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. „გე-რე-ზე" კოდი ჩვენთვის რათქმაუნდა იყო მიუღებელი. მიუხედავად ურთულესი პროცესისა, ეს პრობლემა გადაიჭრა. დღეიდან ყველა ვიზა რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება GEO კოდით, ანუ გეორგიას აღმნიშვნელი კოდით. ეს არის სერიოზული მიღწევა ჩვენი დიპლომატიისა", - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში თემურ იაკობაშვილმა.