14-15 ივლისს საქართველოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინე გრიშჩენკო ეწვევა. განცხადება ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააკეთა.
მისი თქმით, გრიშჩენკოს ვიზიტი არის საპასუხო, ერთი თვის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მიერ უკრაინაში განხორციელებული ვიზიტისა.
"ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილება. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება", _აღნიშნა კალანდაძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ თბილ და მეგობრულ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ ეს ამ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის გარღმავებას შეუწყობს ხელს.