14 ივლისს, 17:30 საათზე, რუსთავის იუსტიციის სახლში, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი საქართველოს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან და კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის პროგრამას "დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3)".
G3 სამწლიანი, 16 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროგრამაა. ის USAID-ის მიერ განხორციელდება და მიმართული იქნება იმ მრავალმხრივი სირთულეების დაძლევისკენ, რომელთა წინაშეც დგას ქვეყნის მმართველობა ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.
G3 პროგრამა მიზნად ისახავს ინსტიტუციური ეფექტიანობის გაზრდასმმართველობის ყველა დონეზე, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და კომუნიკაციას საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებს შორის.G3 პროგრამა აგრეთვე ითანამშრომლებს საქართველოს კონტროლის პალატასთან, რათა უზრუნველყოს საჯარო ხარჯების გამჭვირვალობა და ანგარიშგება და გადასცემს გრანტებს ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს მეთვალყურეობისა და მონიტორინგის განსახორციელებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ღონისძიებას აგრეთვე დაესწრებიან USAID-ის მისიის დირექტორი ჯონათან კონლი, იუსტიციის მინისტრი მოადგილე გიორგი ვაშაძე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე კახა გიორგაძე, ცენტრალური და მუნიციპალური სამთავრობო სააგენტოების ოფიციალური პირები და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.