დღეს, 13 ივლისს, ეროვნული ბანკის 182-დღიან N28, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები შეიძინა სამმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.50%-ით, მაქსიმალური 8.75%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.74%-ით განისაზღვრა.