ლიბიის სამთავრობო ჯარებმა დღეს აჯანყებულებს ქალაქი კალიში წაართვეს. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, კადაფის ერთგულმა ჯარებმა ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ ქალაქი მთლიანად დაიკავეს.
"ახლა ჩვენ ძალებს ვიკრებთ, ჯარის შევსება მიმდინარეობს და ღვთის შეწევნით ქალაქს კვლავ დავიბრუნებთ", _ აცხადებს ერთ-ერთი აჯანყებული.
ქალაქიდან ტრიპოლამდე სამ საათზე ნაკლები დროის სავალია. აჯანყებულებმა ეს ქალაქი ერთი კვირის წინ დაიკავეს, მაშინ ამ დასახლებული პუნქტისათვის ბრძოლა ექვსი საათი მიმდინარეობდა.