კიევის ქუჩებში სირაქლემა დასეირნობს. გიგანტური ფრინველი ადგილობრივმა მოსახლეობამ შენიშნა. მათი თქმით, სირაქლემა ნელა მოძრაობს და თავისუფლად გადაადგილდება შენობებსა და ავტომობილებს შორის.
ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ის შეეცადა სირაქლემას დაჭერას, თუმცა გიგანტური ფრინველი გაიქცა. საიდან გაჩნდა კიევში თავისუფლად მოსიარულე სირაქლემა, უცნობია. კიევის ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათი ზოოპარკიდან სირაქლემა არ დაკარგულა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისში კიევის ზოოპარკიდან წერო გაფრინდა, რომელიც ძირითადად ხალხმრავალ ადგილებში ჩნდებოდა და რამდენჯერმე საავარიო სიტუაციაც შექმნა.