უცხოელებისთვის ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი ანგოლას დედაქალაქი ლუანდა გახდა, ხოლო ყველაზე იაფი - პაკისტანის ქალაქი ყარაჩი, ამის შესახებ კვლევას Mercer Human Resource Consulting ავრცელებს.
Mercer Human Resource Consulting-ის რეიტინგში სიძვირის მიხედვით უცხოელებისთვის მეორე ადგილზე იაპონიის დედაქალაქი ტოკიო გახდა, ხოლო მესამეზე - ჩადის დედაქალაქი ნჯამენა აღმოჩნდა. რეიტინგის მიხედვით, მეოთხე ადგილზე რუსეთის დედაქალაქი მოსკოვია, ხოლო მეხუთე ადგილზე - შვეიცარიის ქალაქი ჟენევა.