დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე რელიგიური გაერთიანებებთან დაკავშირებით კანონის მიღებას ხელისუფლების მხრიდან პატრიარქის ერთგვარ "დასჯად" აფასებს
"ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ორთქიფანიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ 26 მაისს როდესაც რუსთაველის გამზირზე სახელმწიფო დამოუკიდბელობისადმი მიძღვნილი აღლუმი ფაქტიურად სისხლის გუბეებში ჩატარდა პატრიარქმა მასში მონაწილეობა არ მიიღო, რამაც გარკვეული პროვოცირება მოახდინა სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების დაჩქარებული წესით შეტანისას. საქართველოს ეკლესია წლებს განმავლობაში ახორციელებდა მოლაპარაკებებს როგორც სომხურ ეკლესიასთან ასევე მუსლიმანურ თემთან და თურქეთთან ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ხელისუფლება უხეშად ჩაერია ამ მოლაპარაკებებში და ქართული ეკლესია მიზანმიმართულად გვერდით გასწია. ეს იყო ერთგვარი დასჯა პატრიარქისა, რომელიც 26 მაისის აღლუმზე არ მივიდა", - აცხდაბს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისივე თქმით, პარლამენტის ბიუროს მიერ უპრეცენდენტო დამტკიცებული სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვილებებთან დაკავშირებით დაზუსტებული განმარტების ბარათში ერთი აბზაცი ეჭვებს ბადებს. კერძოდ კი აღნიშნულ ბარათში საუბარია რომ საქართველოს ეკლესიის ქონებას განეკუთვნება მართლმადიდებლური ტაძრები, მონასტრები, ნანგრევები და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, თუმცა არაფერია ნათქვამი იმ სადაო ტაძრებზე, ნანგრევებზე და მათ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც ეკლესიის ქონებაში არ შედის.
ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ გარემოებას ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან ეს ქონება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მას შეუძლია სადაო ეკლესიების გადაცემა.