The Forbes- მა მსოფლიოს 50 ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბი დაასახელა. რეიტინგში პირველ ადგილზე ინგლისური საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერი" მოხვდა. „მანჩესტერის" ყიდვის მსურველმა კლუბის შეძენისთვის 1.86 მილიარდი ამერიკული დოლარი უნდა გადაიხადოს. მისი მფლობელი ამერიკელი მილიარდერების გლეიზერების ოჯახია.
მეორე ადგილზე ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბი „დალას კოვბოისი" გავიდა. მისი ღირებულება 1.81 მილიარდი ამერიკული დოლარია. მესამე ადგილზეა ბეისბოლის ამერიკული გუნდი „ნიუ იორკ იანკსი". აღნიშნული კლუბის ღირებულება 1.7 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
მეხუთე ადგილზეა მადრიდის „რეალი". „სამეფო კლუბის" ღირებულება 1.45 მილიარდ დოლარი.
ათეულში ასევე შედიან: „ვაშინგტონ რედსკინსი" ($1.55 მლრდ. დოლარი), „ნიუ ინგლენდ პატრიოტსი" ($1.37 მლრდ), ლონდონის „არსენალი" ($1.19 მლრდ), „ნიუ იორკ ჯაიანტსი" ($ 1.18 მლრდ), „ჰიუსტონ ტექსანსი" ($ 1.17 მლრდ) და „ნიუ იორკ ჯეტსი" ($ 1.14 მლრდ).
ფორმულა 1 - ის გუნდი „ფერარი" რეიტინგში მე-13 ადგილზე მოხვდა. „ფერარის" ყიდვის მსურველმა 1.07 მილიარდი ამერიკული დოლარი უნდა გადაიხადოს. მე-19 ადგილს იკავებს მიუნხენის „ბაიერნი" ($ 1.03 მლრდ).
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა" რეიტინგში მხოლოდ 26-ე ადგილზეა. „ბარსელონას" ღირებულება 975 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. რეიტინგშია კიდევ ერთი საფეხბურთო კლუბი „მილანი". „მილანის" ფასი 838 მილიონი ამერიკული დოლარია და 34-ე ადგილს იკავებს.
„ლოს ანჯელეს ლეიკერსი", „ჩელსი", „იუვენტუსი" და „ნიუ იორკ ნიკსი" ბოლო 50-გუნდიან რეიტინგში ბოლო ხუთეულში შედიან.