ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნას ითხოვს. როგოც ჟურნალისტებს ლორთქიფანიძემ განუცხადა, იგი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მუშაობაში და ხელმოწერით დაადასტუროს, რომ თუ მართლაც საუბარია სახელწმიფო საიდუმლო მასალებზე, ამის შესახებ საჯაროდ არ გაახმაურებენ.
"სოლიდარობას ვუცხადებ ქართულ მედიას, რომელიც ფოტოგრაფების საქმის მასალების გასაჯაროებას ითხოვენ და ამ მიზნის მისაღწევად საპროტესტო აქციებს მართავენ. ამასთან, მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და მივმართო შსს-ს მთავარ პროკურატურასა და ხელისუფელბას, რომ პარლამენტში შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელშიც შევა საკანონმდებლო ორგანოში არსებული ყველა ფრაქციის წარმომადგენელი და ჩვენ დაშვება გვექნება ამ გრიფი საიდუმლო მასალებთან", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, თუ მართლაც არსებობს რაიმე სერიოზული მასალა ფოტოგრაფების წინააღმდეგ მაშინ ჩვენ ვიტყვით ამას და თუ ასეთი საქმეში არაფერი იქნება ამასაც ხმამაღლა განვაცხადებთ. ამასთან, დეპუტატი ეჭვობს, რომ ფოტოკორესპონდენტების საქმეზე გრიფი საიდუმლოს დადება უკავშირდევბა პოლიტიკური პორცესის გაჭიანურებას, რათა ხელისუფლებამ დრო მოიგოს.