სამხრეთ სუდანი დღეს ოფიციალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. დედაქალაქ ჯუბაში ამასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები დაიწყო. მისი დამოუკიდებლობა უკვე აღიარეს, აშშ-მ, რუსეთმა, ჩინეთმა, ეგვიპტემ.
სუდანი ასევე უახლოეს მომავალში გახდება, გაეროს წევრი. გარვეცელებული ინფორმაციით ახლადაღიარებული დამოუკიდებელი ქვეყნის მიღება გაეროში შესაძლოა 14 ივლისს შედგეს. სუდანი აფრიკის 54-ე და მსოფლიოს 196-ე სახელმწიფოა. ხოლო ის სულ მალე გახდება გაეროს 193-ე წევრი. სამხერეთ სუდანი ჩრდილოთ სუდანს 21 წლიანი სამოქალაო ომის განმავლობაში ებრძოდა. ამ დაპირისპირებას 2 მლნ-მდე ადამიანის სიციცხლე შეეწირა.