"ახალი მემარჯვენეები" "ოპოზიციური ექვსიანის" კოალიციად ჩამოყალიბებას დადებითად აფასებენ. ამის შესახებ "მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა და დასძინა, რომ ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური ინტეგრაცია მათი მხრიდან დადებითად იქნება შეფასებული.
"მათი ინტეგერაცია თუ ბუნებრივ საფუძვლებს ემყარება, კიდევ უფრო მისაღებია. რაც შეეხება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მათ ძალისხმევას, არაერთხელ გვითქვამს, რომ ის შეთანხმება, რაც შედგა, არ არის სრულყოფილი და იდეალური. კარგი იქნებოდა, ხელისუფლებასთან მეტი შეთანხმება ყოფილიყო მიღწეული", - აღნიშნა კაციტაძემ.
მისი თქმით, ამ კუთხით "ოპოზიციური ექვსიანი" სარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გზაზე უფრო მეტ შედეგს დადებს, "მემარჯვენეები" მადლობას გადავუხდით.