საქართველოში, სადაც ავტორიტარული რეჟიმია, ფოტოკორესპონდენტების დაკავებება საგანგაშოა და ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ფოტოგრაფების დაკავების შეფასებისას განუცხადა.
"ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება ფოტოგრაფების დაკავებაზე ითქვას - ეს არის საგანგაშო ფაქტი. მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ავტორიტარული რეჟიმია, მედიის თავისუფლება არის შეზღუდული. სამართლადამცავი სტრუქტურები აკავებენ ისეთ ადამიანებს, ვისაც შეხება აქვს ჟურნალისტიკასთან, რომელთა პროფესიული ამოცანაა რეალობის და სიმართლის მიტანა საზოგადოებამდე", - აღნიშნა ალასანიამ.
მისი შეფასებით, არც კი სახელდება, ფოტოკორესპონდენტები რა მტკიცებულებების საფუძველზე არიან დაკავებული და ეს საზოგადოებაში მეტ კითხვის ნიშანს ბადებს და გამძაფრებულ რეაქციას იწვევს.
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულები არიან პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მის მეუღლე ნათია გედენიძე, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე და ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტოგრაფი ზურა ქურციკიძე.