ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის სპეციალური კომისია პარიტეტის პრინციპით შეიქმნება. ამის შესახებ ცნობილი დღეს, პარლამენტში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სარედაქციო ჯგუფის პირველი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და მონიტორინგის სპეციალური კომისია 1/3-1/3-ის პრინციპით - არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელისუფლებო პარტიისა და დანარჩენი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.
სარედაქციო ჯგუფის მონაწილე მხარეები განმარტავენ, რომ სექტემბრიდან, საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე, სწორედ ის საკანონმდებლო ცვლილებები იქნება მიღებული, რომელიც საარჩევნო სიების გადასამოწმებლად ჯგუფის შექმნას ესაჭიროება. ის საკითხები კი, რომელიც საკანონმდებლო რეგულაციებს არ მოითხოვს, ზაფხულის ბოლომდე მომზადდება.
შეგახსენებთ, რომ მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ერთ ნაწილს შორის მიღწეული შეთანხმებით, მომავალი არჩევნებისთვის სამი კომისია - უწყებათაშორისი, მედიამონიტორინგისა და საარჩევნო სიების გადამოწმების კომისიები იქმნება.