არჩევნებს იგებს მილიონი ხმა და არა მილიონი ლარი, - ამის შესახებ ნათქვამია 6 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ ჩამოყალიბებული სამოქალაქო მოძრაობა "თავისუფალი არჩევნისთვის" განცხადებაში. აღნიშნული განცხადება პარტიის ლიდერებმა კალათბურთის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს. მასში ნათქვამია, რომ საარჩევნო გარემოს მთავარი შემადგენელია თავისუფალი არჩევნისა და საკუთარი ხმის დასაცავად მებრძოლი ამომრჩეველი.
"ფეხზე დავაყენებთ თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, კეთილდღეობისთვის მებრძოლ მილიონ მოქალაქეს, რომლებსაც უგუნურმა ხელისუფლებამ პოლიტიკური უფლებები აჰყარა და სიღატაკისთვის გაწირა. ამ მიზნით, შევხვდებით ყველა მოქალაქეს და შევთავაზებთ თანამონაწილეობას ღირსეული მომავლისთვის ბრძოლაში - იქნება ეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა თუ საარსებო მინიმუმით ყველა ოჯახის უზრუნველყოფის საკითხები", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, დღიედან იწყება სათანდო კვალიფიკაციის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მიერ მასშტაბური საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება ხელისუფლების იმ მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე.