საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს ყველა ოპოზიციური პარტიის მთავარი წუხილი ფინანსური რესურსებია. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ "ოპოზიციური ექვსიანის" საპასუხოდ განაცხადა. ისინი აცხადებენ, რომ "არჩევნებს იგებს არა მილიონი ლარი, არამედ მილიონი ამომრჩეველი".
"ამიტომ ეს არ არის სახუმარო თემა. მართალია, მილიონი ცოტაა, რადგან თავის დროზე რვიანი ვითხოვდით 5 მილიონს", - აღნიშნა მან.
ვეფხვაძის შეფასებით, ეს იქნება იმ დისბალანსის აღდგენა, რაც იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როცა ერთმა პარტიამ 14 მილიონი დახარჯა და ყველა სხვამ - ერთი მილიონი.