ხელისუფლებას აგენტების დასახელებისთვის პროფესიები შემოაკლდა და ახლა ფოტოკორესპონდენტებს მიადგა. ამის შესახებ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა ფოტოგრაფების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების შეფასებისას განაცხადა.
"ხელისუფლებას აგენტებად დასასახელებელი პროფესიები შემოკლდათ. ჯაშუშებად ბიზნესმენები, მეცნიერები, ექიმები, საბაშვო ბაღების გამგეები, სამხედრო მფრინავები უკვე ჰყავდა და ახლა ამ ფოტოკორესპონდენტებს მიადგა", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისთვის გაუგებარია, რა შეიძლება გადაეღოთ ფოტოგრაფებს ისეთი, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოება ყოფილიყო.
"ის ადამიანი, რომელიც მაშინ მათ ფოტოზეა ასახული, უტყუარად სახელმწიფო დამნაშავეა, თუ არა, როგორ შეიძლება ფოტო იყოს სახელმწიფოს დამამხობელი?!", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულები არიან პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მის მეუღლე ნათია გედენიძე, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე და ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტოგრაფი ზურა ქურციკიძე. დაკავებულებს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.