მოძრაობა თავისუფალი საქართველოს ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ფოტორეპორტიორების დაკავება მოხდა ერთადერთი კონკრეტული მიზეზით, რომ ხელისუფლებას გადაეფარა სკანდალი, რომელიც ბოლო პერიოდში ეკლესიასა და პროსომხურ ხელისუფლებას შორის არსებობს.
"ეს ერთადერთი ამოცანაა და ეს ძველი და ნაცადი ტექნოლოგიაა. რაც შეეხება იმას, ხელისუფლება ამით ცდილობს თუ არა მედიის დაშინებას, ეს მეორადი ეფექტია. პირიქით, მედიაში ამ ამბავმა დიდი დიანტერესება გამოიწვია. ეს არის ყველას დაშინება. ირაკლი გედენიძე, რომელიც ცხოვრობდა მშვიდად და საერთოდ არ ერეოდა პოლიტიკურ საქმიანობაში, უცებ მძიმე ბრალდებით პატიმარი გახდა. ეს არის გზავნილი ხელისუფლების მიერ ყველა ადამიანის მიმართ, რომ ნებისმირ წუთს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გედენიძის მსგავსად დაემართოს", - განაცხადა კუკავამ ალია ჰოლდინგის მიერ ორგანიზებული სოლიდარობის აქცის დასრულების შემდეგ
მისი თქმით, ყველა პოლიტიკუირ მოტივით დაკავებულ ადამიანს მისი მოძრაობა და მხარდამჭერები უცხადებენ სოლიდარობას და არც ეს საქმეა გამონაკლისი.