საქართველოში ზეამოცანა თავისუფალი მოქალაქეა და ეს უნდა იყოს მიღწეული არჩევნების გზით. ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ოპოზიციური ექვსიანის მიერ დაფუძნებული სამოქალაქო მოძრაობის "თავისუფალი არჩევნისთვის" პრეზენტაციის დროს განაცხადა.
"გამარჯვებისთვის აუცილებელია სწორი არჩევნის, სწორი მოთხოვნის დაყენება, რომელიც აუცილებლად მხარდაჭერილი უნდა იყოს ქვეყნის გარედან, რადგან თვითიზოლაციაზე ვერ გადავალთ. ამას უნდა მოჰყვეს პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილის კონსოლიდაცია და რაც მთავრია ეს უნდა იყოს გამყარებული ქართველის ხალხის ნებით. ამ შემთხვევაში, ჩვენ წარმატებას მივაღწევთ", - აღნიშნა სანიკიძემ.
მან პარალელი გაავლო 90-იან წლებში ეროვნულ მოძრაობასთან და აღნიშნა, რომ მაშინ იდგა ზეამოცანა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება, რომელიც არჩევნების გზით გადაწყდა.
"ახლა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებელია, მეორე მნიშვნელოვანი ზეამოცანა უნდა დავისახოთ. ეს არის თავისუფალი ქართველი ხალხი, თავისუფალი მოქალაქე და ესეც არჩევნების გზით უნდა იყოს მიღწეული", - დასძინა სანიკიძემ.