ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ შექმნა პოლიტიკური კოალიცია "თავისუფალი არჩევანისთვის", რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. კოალიციის მიზანია, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა.
პოლიტიკური კოალიცია კოორდინირებულად იმოქმედებს იმ სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთად.
"კოალიცია იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, არჩევნების გზით შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლება, შექმნას კოალიციური მთავრობა, ქვეყანაში დაასრულოს პოსტსაბჭოური ნეობოლშევიზმის ეპოქა, დაამკვიდროს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული მრავალპარტიული დემოკრატია და უზრუნველყოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
კოალიციაში შედიან: ოპოზიციურმა ექვსიანი, რომელშიც თავისუფალი დემოკრატები, ხალხის პარტია, ეროვნული ფორუმი, საქართველოს გზა, კონსერვატორული პარტია და რესპუბლიკური პარტია.