სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერმა სერგეი შამბამ, პირობა შეასრულა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობაზე განაცხადი გააკეთა.
დღეს აფხაზეთის ე.წ. ცესკოში დარეგისტრირდა 23 კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც სერგეი შამბა აფხაზეთის "პრეზიდენტობის" მსურველად დააფიქსირა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ჯგუფს აფხაზეთის ე.წ. გმირი ლევან მიქაა ხელმძღვანელობს და მასში აფხაზეთის ყველა რაიონის წარმომადგენელი შედის.
შეგახსენებთ, რომ კანდიდატების წარდგენა ე.წ. ცესკოში 17 ივლისამდე გაგრძელდება. 28 ივნისს საინიციატივო ჯგუფმა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მსურველად რაულ ხაჯიმბა დაარეგისტრირა. 29 ივნისს კი ე.წ. ცესკოში მეორე საინიციატივო ჯგუფის ალექსანდრე ანქვაბის წარმდგენი ჯგუფი დარეგისტრირდა.