მედიის საკითხებში ექსპერტი ზვიად ქორიძე ფოტოგრაფების დაკავების ფაქტზე საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს საკუთარი პოზიციების დროულად დაფიქსირებას სთხოვს. ამის შესახებ ქორიძემ დღეს ოპოზიციური ექვსიანის მიერ ჩამოყალიბებული სამოქალაქო მოძრაობა "თავისუფალი არჩევანისთვის" პრეზენტაციაზე განაცხადა.
"აქამდე ჩვენ გვყავდა ჯაშუშები საჯარო სამსახურებში, აკადემიურ წრეებში და ახლა როგორც ჩანს უკვე მედიაშიც გაჩნდნენ ჯაშუშები. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა", - აღნიშნა ქორიძემ.
მისი თქმით, აუცილებელია, აღნიშნულ საკითხზე ყველამ თავის სამოქალაქო პოზიცია გამოამჟღავნოს და დროულად გამოხატოს.
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულები არიან პრეზიდენტის პირად ფოტოგაფი ირაკლი გედენიძე და მის მეუღლე ნათია გედენიძე, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე და ევროპის პრეს-ფოტო სააგენტოს ფოტოგრაფი ზურა ქურციკიძე.