რამდენიმე წუთის წინ მკვლელობა მოხდა თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა 39 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში ჩაცხრილა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. მკვლელობის მიზეზი ჯერ უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თელავის რაიონში უკვე მეორე მკვლელობა მოხდა. წუხელ, ღამით, სოფელ წინანდალში 2 ახალგაზრდა მოკლეს.