ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ გრანდ-რეპიდსში შვიდი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მამაკაცმა,პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევისას თავი მოიკლა.
წარსულში ნასამართლევი 34 წლის როდრიკ დანცლერით პოლიცია მას შემდეგ დაინტერესდა, რას მის სახლში შვიდი ადამიანის გვამი აღმოაჩინეს, მათ შორის ეჭვმიტანილის ცოლის და შვილის.
დანცლერი პოლიციას 8 საათის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას, ის ერთერთ საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, იქ მყოფი ხალხი მძევლად აიყვანა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ხანგრძლივი სროლის შემდეგ დამნაშავემ სიცოხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თვითმკვლელობამდე დანცლერმა სიგარეტისა და ენერგეტიკული სასმელის სანაცვლოდ 53 წლის ქალი გაანთავისუფლა.
პოლიციის უფროსის კევინ ბელკის განცხადებით ის განცვიფრებულია მომხდარით და მადლობას უხდის პოლიციას პროფესიონალურად ჩატარებული ოპერაციისათვის.