"ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, რომ ჩიხიდან სულ მცირე ორი გამოსავალი არსებობს ხოლმე. ასე, რომ რუსეთმა და საქართველომ უნდა ეძებონ ეს გამოსავალი. შეუძლებელია მუდამ მტრებად დავრჩეთ - ეს არაბუნებრივია როგორც რუსეთისთვის ისე საქართველოსთვის", _ ბრძანა სრულიად საქარველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისი მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, მისმა უწმინდესობამ რადიოსადგურ "ეხო მოსკვი"-სათვის მოცემულ ინტერვიუში რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული მდგომარეობის კომენტირებისას.
პატრიარქი ასევე ბრძანებს, რომ "საქართველო კვლავინდებურად პატივს სცემს რუსეთს, მის კულტურას, ისტორიასა და ფილოსოფიას.
"მე ვფიქრობ, რომ რუსეთსაც და რუს ხალხსაც ახსოვთ საქართველო. ახლახან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მითხრა: "ჩვენ არ გვჭირდება აფხაზეთი". მადლობა ღმერთს, რომ არ სჭირდებათ. განა შესაძლებელია საქართველოს გაცვლა აფხაზეთში? და საერთოდ რა საჭიროა ამის გაკეთება? ჩვენ რა რუსებს არ ვუშვებდით აფხაზეთში ან საქართველოში?
მე ძალიან მტკივა. ხალხი გამოხატავს ტკივილს იმის გამო, რომ 200 წლის განმავლობაში რუსეთმა ვერ დაინახა ქართველი ხალხის სიკეთე და ვერ შეძლო დაენახა ის პატივისცემა და სიყვარული, რომელსაც ქართველი ხალხი ავლენდა რუსეთის მიმართ, მისი კულტურისა და ისტორიის მიმართ. თუმცა მიმაჩნია, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ გავიცნობთ, დავუჯერებთ და პატივს ვცემთ ერთმანეთს,", _ ბრძანებს პატრიარქი და დასძენს, რომ ნდობა ბოლომდე ჯერ ჯერობით დაკარგული არ არის და გამოსავალ გზად "ერთმანეთიკენ მოძრაობას" ასახელებს.
"ერთმანეთიდან კი არ უნდა ვიმოძრაოთ, არამედ ერთმანეთიკენ და ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად მივართ ერთმანეთთან", _ აღნიშნავს მისი უწმინდესობა.
მასალის გამოყენების პირობები